CBS: შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ტელეკომპანია CBS News-ის ინფრმირებული წყაროების ცნობით, შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. კონფერენცია 14 თებერვალს იწყება. ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოსალოდნელ შეხვედრაზე გასულ კვირაში წერდა გამოცემა New York Post-იც.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ჯეი დი ვენსს არაერთხელ უთქვამს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
რამდენიმე დღის წინ, სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინოს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.
7 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში, ვაშინგტონში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებამდე გაიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია