აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯეი დი ვენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველ საგარეო ვიზიტს 10-11 თებერვალს, საფრანგეთში განახორციელებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ დაგეგმილ სამიტს დაესწრება.
ჯეი დი ვენსი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი საგარეო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.