ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. მადლობელი ვარ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე მიიღო, და შემოწირულებებისთვის, რომლებიც ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა.
განვიხილეთ უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარება და ძალისხმევები, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო. რუსეთის ფედერაციას არ სურს ომის დასრულება და აგრძელებს გლობალური დაძაბულობების ესკალაციას. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა.
ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობაზე, მათ შორის ერთობლივ პროექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი ლითონების რესურსების ერთობლივად განვითარებაზე”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…