ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg - დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრას 8 ნოემბერს გეგმავს

Bloomberg - დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრას 8 ნოემბერს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას 8 ნოემბერს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდებოდა, რათა რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციების გავლენისგან უნგრეთის დაცვა განეხილა.
გამოცემა წერს, რომ მეორეს მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ევროპისგან რუსულ ნავთობსა და გაზზე სრულ უარს მოელის. ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონმა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის, “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.