არქივი30 ოქტომბერი, 2025, 12:55
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს 7 ნოემბერს შეხვდება

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს 7 ნოემბერს შეხვდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 7 ნოემბერს მიიღებს“, - განაცხადა გულიაშმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე აშშ-სა და უნგრეთს შორის „ენერგეტიკის, სამხედრო-სამრეწველო, ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის სფეროებში“ შეთანხმებების დადება იგეგმება.
ასევე, გულიაშის ცნობით, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან უნგრეთში აშშ-რუსეთის სამიტის ორგანიზების საკითხსაც განიხილავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.