„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს იმ სამი მძევლის სია გადასცა, რომლის გათავისუფლება ხვალ იგეგმება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ სიას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც ოჯახებს ინფორმაციას მიაწვდიან.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ხვალ ოფერ კალდერონის, კიტ სიგელისა და იარდენ ბიბასის გათავისუფლება იგეგმება.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”