არქივი30 იანვარი, 2025, 13:24
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევალი - ქალი ჯარისკაცი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა.
აგაბ ბერგერის გარდა დღეს „ჰამასი“ ისრაელის ორ მოქალაქეს, 29 წლის არბელ იეჰუდსა და 80 წლის გადი მოზესს, ასევე, ტაილანდის ხუთ მოქალაქეს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.