ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის

BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის

BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის, - ამის შესახებ BBC-ის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა განაცხადა.
მისი თქმით, BBC-ი აღიარებს, რომ დონალდ ტრამპის „სიტყვით გამოსვლის რედაქტირებამ შეცდომაში შემყვანი შთაბეჭდილება შექმნა“.
„დავასკვენით, რომ სიტყვით გამოსვლის რედაქტირება მართლაც ქმნიდა ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირი მოწოდების შთაბეჭდილებას. BBC-ის დაშვებული შეცდომის გამო ბოდის მოხდა სურს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამაუწყებლო კორპორაციას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
შეგახსენებთ, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა Panorama-მ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს პროგრამამ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „The Telegraph-ს BBC-ის კორუმპირებული „ჟურნალისტების“ გამოაშკარავებისთვის მადლობა გადაუხადა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.