ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ჩავიდა და დონალდ ტრამპს შეხვდება

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ჩავიდა და დონალდ ტრამპს შეხვდება

სირიის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის მიზნით ჩავიდა.
აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ორშაბათს, 10 ნოემბერს შეხვდება.
აშშ-ში ვიზიტის წინ გაერო-მ ალ-შარაას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიის პრეზიდენტი გლობალური ტერორისტების სიიდან ამოიღო.
ამასთან, ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 71 წევრი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.