ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC ბოდიშს უხდის ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის და უარყოფს ცილისწამების სარჩელს

BBC ბოდიშს უხდის ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის და უარყოფს ცილისწამების სარჩელს

ბრიტანეთის მაუწყებელმა, BBC-მ 13 ნოემბერს ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის, რის შემდეგაც ჩანაწერიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტრამპი ძალადობას უჭერდა მხარს. თუმცა მედია საშუალებამ, ამასთან, უარყო აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა.
მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ პროგრამას აღარ აჩვენებს.

„მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს, როგორ მოხდა ვიდეოკლიპის დამონტაჟება, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ცილისწამების საჩივრის საფუძველს” - განაცხადა BBC-მ.

ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით დაემუქრა 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მხარდამჭერების იერიშის დროს წარმოთქმული სიტყვის დამონტაჟების გამო.

კვირას გაგზავნილ წერილში, როგორც Reuters-ი იტყობინებოდა, პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ BBC-მ თავისი დოკუმენტური ფილმი 14 ნოემბრამდე უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლოში უჩივლებენ და „არანაკლებ“ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მოსთხოვენ.

BBC-ის მმართველმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა 9 ნოემბერს თანამდებობები დატოვეს. გადადგომის მიზეზი ბრიტანული მაუწყებლის მიმართ კრიტიკა იყო ტრამპის სიტყვით გამოსვლის შესახებ ფილმის მონტაჟის გამო. BBC-ის მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამა Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა და ისე წარმოჩნდა, რომ 2021 წლის იანვარში ის კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.

ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.