არქივი19 დეკემბერი, 2023, 14:41
Balenciaga-მ კირკოროვი პუტინის მხარდაჭერის გამო, შავ სიაში შეიყვანა – რუსული მედია
რუსული მედიის ცნობით, Balenciaga-მ მომღერალი ფილიპ კირკოროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის გამო, შავ სიაში შეიყვანა.
კირკოროვის თქმით, მან Balenciaga-ს ნივთების შეძენა დუბაისა და მონაკოში სცადა, თუმცა ვერ შეძლო.
"ჩემს სტილისტს მონაკოდან დაურეკეს. გოგონა აკანკალებული ხმით ამბობს: "სამწუხაროდ, ბატონ კორკოროვს ნივთებს ვეღარ მივყიდით, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს, ის დარჩა რუსეთში და მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს". - ამბობს კირკოროვი.
რუსული მედიის ცნობით, მომღერლის ადვოკატი აპირებს Balenciaga-ს სასამართლოში უჩივლოს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.