ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილიპ კირკოროვი “ბალენსიაგამ” შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ბრენდის ნივთების მიყიდვა აკრძალა

ფილიპ კირკოროვი “ბალენსიაგამ” შავ სიაში შეიყვანა და მისთვის ბრენდის ნივთების მიყიდვა აკრძალა.
კირ­კო­რო­ვის თქმით, მის სტი­ლისტს მო­ნა­კოს “ბუ­ტი­კი­დან” ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ისი­ნი ვე­ღარ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მომ­ღე­რალს, რად­გან ის მხარს უჭერს რე­ჟიმს და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კირკოროვმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იგი Balenciaga-ს ტანსაცმლის ყიდვას დუბაიში აპირებდა, თუმცა უარი უთხრეს. მოგვიანებით კი მის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, კირკოროვი ბრენდის პროდუქციას მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვეღარ შეიძენს.
დუ­ბა­ი­ში გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სცა­და Balenciaga-ს მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ სა­ლა­როს­თან მი­სულ­მა გა­არ­კვია, რომ ეს მის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი იყო.
“და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარს აშშ-ში და ვთხო­ვე, “ბა­ლენ­სი­ა­გა­ში“ ჩემს სა­ხელ­ზე ტან­საც­მლის ყიდ­ვა ეცა­და და უარი უთხრეს, საფ­რან­გე­თის ოფი­სი­დან მო­ვი­და წე­რი­ლი ჩემს სა­ხელ­ზე, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის ნივ­თე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია”, – აღ­ნიშ­ნა კირ­კო­როვ­მა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.