ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Balenciaga-მ კირკოროვი პუტინის მხარდაჭერის გამო, შავ სიაში შეიყვანა

რუსული მედიის ცნობით, Balenciaga-მ მომღერალი ფილიპ კირკოროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის გამო, შავ სიაში შეიყვანა.
კირკოროვის თქმით, მან Balenciaga-ს ნივთების შეძენა დუბაისა და მონაკოში სცადა, თუმცა ვერ შეძლო.
"ჩემს სტილისტს მონაკოდან დაურეკეს. გოგონა აკანკალებული ხმით ამბობს: „სამწუხაროდ, ბატონ კორკოროვს ნივთებს ვეღარ მივყიდით, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს, ის დარჩა რუსეთში და მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს“, - ამბობს კირკოროვი.
რუსული მედიის ცნობით, მომღერლის ადვოკატი აპირებს Balenciaga-ს სასამართლოში უჩივლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.