Axios – უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას

დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევა „საკმაოდ ძლიერი“ იყო.
„საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩიუაუა გაცილებით დიდ ძაღლს რეალურ ზიანს აყენებს“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
ამასთან, Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვისას განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პასუხი მოჰყვება.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეშფოთებულია, რომ უკრაინის ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მის დიპლომატიურ ძალისხმევას შეაფერხებს.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ დეესკალაცია გვსურს. პრეზიდენტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა, პუტინმა ამას გიჟური პასუხი გასცეს“, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა