ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპი უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული – Axios

ტრამპი უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული – Axios

Axios აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იგი აღფრთოვანებულია გასულ შაბათ-კვირას უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული ოპერაციით.
თუმცა, წყაროს თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ აღნიშნული იერიშის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა უფრო გართულდება.
კერძოდ, გუშინ აშშ-ის ლიდერმა დასძინა, რომ მასთან საუბრისას პუტინმა მკაცრი საპასუხო თავდასხმის პირობა დადო.
“ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობას მოიტანს”, – თქვა მან.
პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევის თავდასხმებმა ეჭვქვეშ დააყენა ცეცხლის შეწყვეტის ან ლიდერებს შორის შეხვედრის ყველანაირი შესაძლებლობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.