პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დონალდ ტრამპი უკრაინის შეტევის შესახებ ინფორმირებული არ იყო

მედია: დონალდ ტრამპი უკრაინის შეტევის შესახებ ინფორმირებული არ იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის მიერ 1 ივნისს განხორციელებულ უპილოტო შეტევებზე რუსეთის აეროდრომებზე — ამის შესახებ იტყობინებიან როგორც ამერიკული, ისე უკრაინული წყაროები.

როგორც Axios წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მაღალჩინოსანმა წყარომ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი არ იყო ინფორმირებული იმ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც დააზიანდა ან განადგურდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით 40 ერთეული, მათ შორის ბომბდამშენები.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს CBS News-ის წყაროებმა ტრამპის ადმინისტრაციაშიც, თუმცა თეთრმა სახლმა ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.