კოალიცია ცვლილებისთვის პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა ყურაშვილი:
გიორგი გველესიანის ინტერვიუს მონაკვეთი ვნახე
აპრილში, ნაკრების ბიჭებს წნეხი ჰქონდათ, რომ დაედოთ მხარდამჭერი პოსტები, დაწერეს კიდეც რომ ჩვენი გზა ევროპაშიაო,
მაგრამ მე კითხვა მქონდა, რომელიმე კავშირში შესვლა რატომ არის პანაცეა. ვინმეს უფიქრია, რა შედეგს მოგვიტანს ეს ეკონომიკური ან დემოგრაფიული თვალსაზრისით, თორემ წინააღმდეგი არ ვარო.
საჯაროდ ვიძახდი, კარგს არაფერს მოიტანს ქსენოფობია და რუსუფობიაო.
ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ არავის, აბსოლუტურად არავის წნეხი არ არის საჭირო იმისთვის, რომ როდესაც შენი ქვეყნის ახალგაზრდებს არბევენ, წამლავენ, სცემენ, იჭერენ, შენ მხარდამჭერი პოსტი დადო. როდესაც შენი ქვეყანა ევროპული გზიდან უხვევს, განსაკუთრებით, მაშინ, როცა თავად ძალიან ან საშუალოზე კარგ კლუბში თამაშობ ევროპაში და ხელფეხი გაქვს გახსნილი ყველა მხრივ.
რა პროფესიისაც არ უნდა იყო ადამიანი, ჯერ ხარ მოქალაქე და შენი ვალია სამშობლოს დაცვა. კი, ზუსტადაც რომ ვალია.
მეორე, რუსოფობია არის ქართული ოცნების მოგონილი საკენკი მათივე მხარდამჭერებისთვის. არ ვიცი, გველესიანმა ბოლოს როდის გაიარა თბილისის ქუჩებში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე რუსული საუბარი ისმის, მაგრამ ვერავის შევუთანხმებთ მათდამი განწყობას. აქ რომ ბედნიერად დასახლდნენ და ვითომ არ იციან, მათ ქვეყანას ჩვენი 20% რომ აქვს ოკუპირებული.
პრობლემა კითხვების დასმა კი არ არის ნებისმიერ საკითზე,
პრობლემაა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა რომ წნეხი ჰგონია ადამიანს და ანტირუსული განწყობა ოკუპაციის დროს – რუსოფობია.
ვერ ვიტყვი, 2 წიგნი წაეკითხათქო, მგონია რომ წაკითხული აქვს, უბრალოდ გამიზნულად მავნებელია.




