თამარ ამზაშვილი: ძალიან მინდა ემოციები გავწიო და მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკო…

21-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, თამარ ამზაშვილი:

ძალიან მინდა ემოციები გავწიო და მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკო. არ გამომდის, ბურთი მეჩრება ყელში 🙁
ე.წ. გერმანული სკოლა, შემდეგ გერმანული გიმნაზის, ხალხურად “შისტოი” და დღეს 21-ე საჯარო სკოლა, არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ეს არის იდეის ქვეშ გაერთიანებული საგანმანათლებლო სივრცე რომელმაც 1982 წლიდან დაიწყო არსებობა არაჩვეულებრივი პროფესიონალის და ადამიანის, ჰუმბოლტის პრემიის ლაურიანტის – გურამ რამიშვილის და მისი გუნდის მხარდაჭერით. ნინო, რამიშვილი, კოტე გაბაშვილი, მიშა მინდაძე, ვაკო დვალიშვილი, ლალი გულისაშვილი და უამრავი ადამიანი მასწავლებლიან მოსწავლიანად ამ იდეის მსახური იყო: თავისუფლალი აზროვნება, მეგობრული ურთიერთობები და კარგი განათლებისთვის სამოტივაციო გარემო იყო ის რითიც გამოვირჩეოდით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში. პატნიორობა და გაცვლითი პროგრამები გერმანიის არაერთ გიმნაზიასთან, გერმანული ენის დიპლომი (“შპრახ” დიპლომი) რაც საშუალებას აძლევდა კურსდამთავრებულს სწავლა გაეგრძელებინა გერმანიის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. არც ერთი ხელისუფლების მსახურები არ ვყოფილვართ და კრიტიკულად ვუყურებდით როგორც საბჭოთა ისე ნაცების და დღეს ქოცების ეპოქას. მე ამ სკოლაში ვმუშაობ და მისი იდეით ვარ ავად 1987 წლიდან. ჯერ როგორც მასწავლებელი, შემდეგ წავედი და ვიმუშავე განათლების სამინისტროში და დავბრუნდი სკოლაში და დავსაქმდი დირექტორად 2014 წლიდან ვიდრე არ გამომაპანღურეს 2024 წელს როგორც დაწუნებული :))) ახლა ფაქტები:
1. სკოლის ფლიგელების გადაბმის ადგილი იყო დაზიანებბული და საშიში. 1999 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა ძალიან სერიოზული გასამაგრებელი სამუშაოები.
2. სკოლის ინფრასტრუქტურა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველას გვახსოვს იატაკის ნაცვლად დაჭედებული მერხის ზედაპირები, სახურავიდან ჩამონადენი წყალი და ა.შ. სკოლამ, განათლების სამინისტროს სსიპ-ის ინფრასტრუქტურის სააგენტოს დახმარებით დაიწყო რემონტების მთელი ციკლი. ამ სააგენტოს მიერ ყველა ჯერზე ხდებოდა სკოლის ინფრასტრუქტურის შეფასება და პრიორიტეტის გამოყოფა დასკვნის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს სპეციალისტებმა შესანიშნავად იცოდნენ სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და შეფასების არც ერთ ეტაპზე არ უთქვამთ, რომ სკოლა ამორტიზებულია. პიირიქით, აღნიშნავდნენ მის მდგრადობას.
3. ყველაზე დიდ პრობლემას გვიქმნიდა პატარა საკლასო ოთახები. 90-იან წლებიდან თბილისის სკოლებში იყო ასეთი ტენდენცია, რომ დაეპატარავებინათ საკლასო ოთახები და ერთი საკლასო ოთახიდა გამოეყვანათ 2 კლასი. ეს ხდებოდა თბილისის თითქმის ყველა სკოლაში. მე პირადად არაერთხელ მაქვს დაყენებული ეს საკითხი ყველა დონეზე. ვთხოვე ინფრასტრუქტრის სააგენტოსაც, იქნებ რემონტის დროს გაეთვალისეინებინათ მაგრამ ამიხსნეს, რომ ეს გაუთვალისწინებელ ორმაგ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მაშინ ვერ შეძლებდნენ იმ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც სამოქმედო გეგმაში ქონდათ გაწერილი. რაც მოვახერხეთ იყო რამდენიმე ოთახის დემონტაჟი და სარეკრიაციო ზონის გაფართოება.
4. 2023 წელს სკოლამ, ერთ-ერთმა პირველმა, გაიარა ავტორიზაციის პროცესი რაც ნიშნავს სტანდარტების მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაკმაყოფილებას. ერთ ერთი სტანდარტი -უსაფრთხო გარემოს უზრუბველყოფა, მოითხოვდა დასკვნებს (რომელიც ძალიან ძვირადღირებულია) სამხარაულის ბიუროდანაც და ეს დასკვნა არსებობს. აქ დეტალურად არის დახაზული და გაწერილი სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დაწყებული სარდაფიდან სახურავის ჩათვლით და წერია, რომ სკოლის შენობა არის მდგრადი და უსაფრთხოების თვალსაზრისით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. 2023 წლიდან არ მომხდარა (ღმერთმა დაგვიფაროს) არანაირი სტიქიური უბედურება, რაც გამოიწვევდა შენობის მდგრადობის ავარიულობით შეცვლას. როგორც ვიცი არც არანაირი წინაპირობა (ბზარი, ბათქაშის ჩამოცვენა) არ ყოფილა რაც აუცილებელს გახდიდა ახალი ძვირადღირებული დასკვნის აუცილებლობას.
5. სკოლის უკან, სერვიტუტით დატვირთულ ადგილზე იყო ამორტიზირებული, გამოუყენებელი შენობა და ერთადერთი გზა გადიოდა სკოლის მაშინდელ წითელ ხაზებზე 9მერე მოიხსნა ეგ ხაზები). შენობის ნაწილი ეკუთვნოდა თბილისის მერიას, ნაწილი ქონების მართვას. განათლების სამინისტრო ითვალისწინედა საკლასო ოთახების პრობლემას და მხარს უჭერდა სკოლის საჭიროებას ეს შენობა გადმოსულიყო სკოლის ბალანსზე რაც განტვირთავდა იმ პერიოდში სკოლაში სწავლის მსურველებს. როგორც კი დავიყეთ იურიდიულად ეს პროცესი, მაშინვე ამოგვიქოლეს სხვა უწყებებმა კარი და გადასცეს “ცხინვალის თეატრს”. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ თეატრში ერთხელ მაინც ყოფილა და სპექტაკლი უნახავს, ტაშს დავუკრავ. თბილისური ჭორები ასახელებდნენ კონკრეტულ ადამიანებს (მომქმედ და ყოფილებს) ვის ბიზნეს ინტერესშიც შედიოდა ეგ ტერიტორია და ეს თეატრი იყო მხოლოდ შირმა. მინდა გითხრათ რომ ეგ შენობა, ბევრად ადრე, გადაცემული ქონდა “ერისიონს” რომელმაც ვერ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და ვერ განავითარა ტერიტორია. მერე ეგდო ასე და ბოლოს გადასცეს არასებულ თეატრს. მაშინვე ვიცოდით, რომ მანდ რაღაც არაკეთილსინდისიერი საქმე მოხდებოდა.
6. წლევანდელმა სტატისტიკამ ძალიან მძიმე სურათი დადო. ასეულობით სკოლას არ ყავს პირველკლასელი და ათასზე მეტ სკოლაში არ არის 5-ზე მეტი ბავშვი. ცენტრალურ სკოლებშიც წელს ბევრად მაკლები კლასებბი გაიხსნა ვიდრე ელოდნენ. ალბათ მალე დააანონსებენ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს და ვერაზე ამტერიტორიას ვინ დაკარგავდა?
7. სასკოლო მენეჯმენტი- ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მთელი ამ პროცესის წარმართვა და ვერც ღამის 10 საათზე ორი წინადადებით მიწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის შეწყვეტაზე. არ მინდა ამ საკითხზე ბევრი ვილაპარაკო.
ჩემი დასკვნა ასეთია – ბიზნეს ინტერესი, ოპტიმიზაციის აუცილებლობა, სკოლის პერსონალის კრიტიკული შეფასებები საგანმანათლებლო ცვლილებებზე და საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ჩართულობა ამ პროცესებში, გერმანიასთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა. აი, ეს არის რეალობა და არა სკოლის ავარიული მდგომარეობა.
პ.ს. პოსტი დიდი გამოვიდა, მაგრამ უნდა მაპატიოთ