თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ბავშვების დაწამვლა, დაწამვლად და თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ, ჩხრეკით შესულან ღამით, რომ კითხო და ერთი განცხადება არ გააკეთეს მშობლებისთვის, დაყარეს ეს ბავშვები წუხელ უპატრონოდ და ერთი განცხადება არ გაკეთდა, რომ ამა და ამ ბაღებში, შექონდა ერთი და იგივე კომპანიას საკვები, ამიტომ, ამა და ამ სიმპტომებზე გამოგვიძახეთ, აი, შექმნილია ცხელი ხაზი, მობილიზებულია კლინიკები, ბრიგადები, რომ აი, განსაკუთრებულად იფრთხილონ მშობლებმა, ვის შვილსაც აქვს ქრონოკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა, ან დიაბეტი, ან თირკმლის უკმარისობა და სხვა…
დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა!
დაავადებათა კონტროლმა დაიძინა!
ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!
ვინც გადარჩენოდა, – გადარჩებოდა!
წლებია ვამბობ, ჩვენს შვილებს ყოველ დღე უწევთ ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის და ჩვენი შვილები არიან ძალიან, ძალიან, ძალიან ჯიუტები, გაბედულები, ძლიერები და ეს გვიფარავს მხოლოდ!
ამათი ხელიდან წუხელ ასობით ბავშვი იყო გამეტებული!
და მხოლოდ ერთი უწყებისგან არა, ყველა უწყებისგან, ყველა რგოლისგან!
ვერც ერთმა რგოლმა გაბედა შეპასუხება და ბავშვების სიცოცხლის სისტემაზე წინ დაყენება, ვერც ერთმა!