თამო კეშელავა: აბა, იმ ექიმს რა უჭირს, მივა ღმერთთან ასი წლის მერე და ეტყვის – მოხუცის გადარჩენისთვის დამიჭირესო

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ქოცებს “მკვლელი” არგუმენტი ჰგონიათ რომ აქვთ – მაია ექიმი პირველად არ მოიქცა ასე და იმიტომ მიუგზავნეს აგენტ–პროვოკატორიო.
მართლა ვინ დაგწყევლათ ასე დედაბუდიანად, ასეთი სიბრიყვისთვის, ბიჭო, პირველად თუ არ აკეთებდა და მაინც, არც ფულს იღებდა ამ რეცეპტში, არც შერჩევით წერდა ნაცნობებზე და აგენტ–პროვოკატორი იძულებული გახდა, საკუთარი ბებია არ დაენდო და ასაკოვანი, ავადმყოფი ქალისთვის ეთხოვა დახმარება, ანუ, ვერც ფული შეაჩეჩეთ, ვერც საჩუქარი, ვერც ნაცნობობით დააწერინეთ რეცეპტი და თუ მხოლოდ გაჭირვებულის დახმარებას “ტენით”, იმიტომ რომ ანგარებაზე ვერ წამოიკიდეთ – ეგა ყოფილი ნაღდი ექიმი.
თქვენი საწინააღმდეგო არგუმენტია ეგა, თქვენი საწინააღმდეგო!
ყველა მეორე მაღალჩინოსანი ფულის “ახევაზე” გიზით, თან ვისთვის, – ბავშვების ჭამის ფულის მოპარვაზე, ჯარის ძარცვაზე და აგერ, ექიმი, ამ თქვენ მიერ გაღატაკებულ ქვეყანაში, არც ფულს იღებს, არც საჩუქარს, არც ნეპოტიზმსა სცნობს და კორუფციას და ერთადერთი, რაზეც წამოაგეთ – მოხუცის დახმარებაა.
მართლა გგონიათ ახლა, რომ ეს სათქვენო არგუმენტია?
ბრიყვზე დამყნილებიც არა ხართ, ამდენსაც რომ ვერ იაზრებთ და რა საცოდაობაა.
აბა, იმ ექიმს რა უჭირს, მივა ღმერთთან ასი წლის მერე და ეტყვის – მოხუცის გადარჩენისთვის დამიჭირესო, თქვე ჩლუნგებო, – ხალხმა წამებში აუგროვა გირაოს ფული, თქვენ რა უნდა გეშველოთ აწ და მარადის? თქვენზე საცოდავი ქვა თუ დევს სადმე, ისიც კი არ ვიცი.

ასევე დაგაინტერესებთ