დეა მეტრეველი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევასთან ერთად ჩვენს თვალწინ სკოლებიც ინგრევა. სამაგიეროდ, თუ რამე შენდება, მდიდრული ელიტური აპარტამენტები და …

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევასთან ერთად ჩვენს თვალწინ სკოლებიც ინგრევა. სამაგიეროდ, თუ რამე შენდება, მდიდრული ელიტური აპარტამენტები და კომერციული ბიზნეს ცენტრებია უაღრესად მცირე მდიდარი ადამიანების ჯგუფისთვის, უცხოელებისთვის… ხშირად სწორედ იქ, სადაც, ერთ დროს, მოქალაქეების საჯარო სივრცეები იყო.
ხოდა, საინტერესოა ნეტა რა ქვეყანას ვაშენებთ? რა იქნება მისი სახე და შინაარსი რამდენიმე წელში, სადაც რიგითი მოქალაქეების სოციალური იზოლაცია სულ უფრო მეტად გაიზრდება, ქვეყნის ავთენტურობა და გამორჩეულობა წაიშლება სწორედ მსგავსი მიდგომების და პოლიტიკის წყალობით?!