საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
დაინახე განსხვავება
ვნახე ჭორვილელის მთელი ზოოპარკი მისხმული იპოდრომის აწ უკვე ყოფილ ცენტრალური პარკის პროექტში „თრამფ თაუერ“-ის პროექტის პრეზენტაციაზე და მინდა ვუთხრა მათ: ვაი თქვენს პატრონს!
თქვენ არ ეძახდით ცოტა ხნის წინ ტრამპს „აფერისტს“? თქვენ არ მოკალით მისი პროექტი ბათუმში 2012-ში?
მთავარი რაც ძალიან თვალში საცემი იყო, რომ პრეზენტაციაზე არ ჩამოვიდა თრამფის ოჯახის არცერთი წევრი, რაც ნიშნავს რომ ჭორვილელი დიქტატორის მიტაცებული საქართველო პოლიტიკურად სრულიად ტოქსიკურია ყველასთვის.
მეორე თრამფ თაუერი უკვე შენდებოდა ჩვენთან ბათუმში სასწაულებათა მოედანზე და იქ ჩამოვიდა 2012 წელს დონალდ თრამფი, ის იყო თრამფ თაუერის სრულფასოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პირადად თრამფის მიერ ინვესტორების მობილიზაციას, შენობის მართვას, ისევე როგორც ეს ეხება მაგალითად, თრამფის შენობებში ფლორიდაში. ის რაც იპოდრომზე კეთდება, ეს არის ფრენჩაიზი, რაც ნიშანვს თრამფის სახელის გამოყენების უფლების ყიდვას „ვისოლის“ მიერ. ასე აშენდა თრამფ თაუერები ბევრგან მსოფლიოში, მაგალითად ჩვენს მეზობლებთან თურქეთში და აზერბაიჯანში. ამ ქვეყნებში თრამფი საქართველოსგან განსხვავებით პირადად არ ჩასულა პრეზენტაციაზე და არც ინვესტორებისთვის მოუხმია. თრამფის დაწყებული მშენებლობა 2012 წელს პირადად ივანიშვილმა შეაჩერა და თრამფს „აფერისტი“ უწოდა (ამ მართლაც სრულიად არაფერისტმა
).
და ბოლოს თრამფ ბათუმის პროექტი გათვლილი იყო იმაზე, რომ იქ ბინებს იყიდდნენ ძირითადად ამერიკელები და ევროპელები ისევე, როგორც ქართველები. დღევანდელი იზოლაციის გათვალისწინებით, თუ ეს შენობა აშენდა იქ მყიდველები იქნებიან ექსკლუზიურად რუსები და ივანიშვილის ზოოპარკის ბინადრები.
ეს ყველაფერი აჩვენებს არა იმას, რომ დიქტატურამ რაიმე ფორმით გაარღვია საერთაშორისო იზოლაცია, არამედ სწორედ ამ იზოლაციის გაღრმავებაზე მიუთითებს. მიუხედავად ყველაფერ ზემოთქმულის, მე მიხარია თრამფ თაუერის ბრენდის გამოჩენა თბილისში, თუმცა კიდევ ერთხელ – დაინახე განსხვავება.
P.S. კიდევ ერთხელ, თუ დააკვირდებით მე ვხმარობ თრამფ-ს, სახელს და არა ტრამპს. საერთოდ არ მესმის თუ რატომ ვიყენებთ „ტრამპს“, რაც რუსულის კალკაა, მაშინ როცა სრული ქართული ანბანით, განსხვავებით რუსულისგან შეიძლება სწორად გამოთქმა სწორად ისე როგორც ინგლისურშია Trump – თრამფ (და არა „ტრამპ“)




