ბორის ჯონსონი: არ ვიცი, რა დამახინჯებულმა ლოგიკამ აიძულა პუტინი, დღეს დილით პოლონეთის საზღვარზე გაჩერებული უკრაინული ლოკომოტივი აეფეთქებინა

“არ ვიცი, რა დამახინჯებულმა ლოგიკამ აიძულა პუტინი, დღეს დილით პოლონეთის საზღვარზე გაჩერებული უკრაინული ლოკომოტივი აეფეთქებინა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ ტიპის შემთხვევითი და უაზრო თავდასხმა, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად იტანენ – სამოქალაქო რკინიგზაზეც კი. დღემდე პუტინი პასუხისმგებელია “უკრზალიზნიციას” – უკრაინის რკინიგზის – 1700 თანამშრომლის სიკვდილზე. ისინი და მათი ყოველდღიური მგზავრები ნამდვილი გმირები არიან.
როდის უნდა მივცეთ მათ ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ასე სჭირდებათ? რატომ არ ვხსნით ყადაღას პუტინის ფულს და არ ვაძლევთ მას უკრაინას? ბელგიის ბანკის ანგარიშზე 140 მილიარდ ევროზე მეტი ინახება, ხოლო ლონდონში – დაახლოებით 10 მილიარდი ფუნტი. ბრიტანეთს შეეძლო მაგალითის ჩვენება.
უკრაინელები გაიმარჯვებენ – ეს სრულიად ნათელი იყო მათ შესანიშნავ ქვეყანაში გატარებული ბოლო სამი დღის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ამ საშინელ ომს ბევრად უფრო სწრაფად დავასრულებთ, თუ ყველა სერიოზულად მივუდგებით საქმეს და მივცემთ მათ იმას, რაც სჭირდებათ და რასაც იმსახურებენ” – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი.
🔴 დღეს პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში რუსეთი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაესხა თავს. უკრაინული მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ