ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ახმეტაში დაუკავებიათ ექიმი, რომელსაც მედიკამენტი გამოუწერია ოჯახის წევრზე, მედია იუწყება.
ხვდებით ხომ ეს და მსგავსი შემთხვევები რას გამოიწვევს? ექიმ-პაციენტებს შორის ჩატეხილი ხიდების კიდევ უფრო ჩატეხვას. სამინისტრო სანამ ექიმების ბატონად წარმოიდგენს თავს და რეგულაციებს მათ დასასჯელად იყენებს, მანამდე დაზარალდება პაციენტი. დიახ, მხოლოდდამხოლოდ პაციენტი. ხვალ რომ მივა პაციენტი და ექიმს თხოვს ლოგინად ჩავარდნილი დედის რეცეფტი განმიახლეო, მიიღებს უარს და ამაში დამნაშავე რეგულატორი იქნება და არა – ექიმი!
ცნობისათვის, ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი, მაია კოხტაშვილი დააკავეს.




