არქივი11 სექტემბერი, 2026, 17:21
„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “

ახმეტაში ექიმი ნევროპათოლოგი, მაია კოხტაშვილი დააკავეს.
ახმეტა პატარა მუნიციპალიტეტია და ყველამ ყველა ვიცით. ასევე ყველამ ვიცით საოცარი ექიმი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, გულისხმიერი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მაია კოხტაშვილი, რომელიც დააკავეს“, - ასე ეხმაურებიან ახმეტის მაცხოვრებლები ექიმის დაკავებას.
კახეთის ხმა / knews.ge ის ინფორმაციით, ექიმს მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, „მივიდა ადამიანი ვინც უთხრა რომ დედამისი იყო ჩავარდნილი და აუცილებლად სჭირდებიდა წამალი, რადგან დედამისი ვერ მოდიოდა პირადად ტკივილების გამო. ექიმს შეეცოდა და გაუწერა“, - დაკავების მიზეზიც ეს გახდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.