მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს