ფასიანი განთავსება
ფოტო: საქართველოს ბანკი
5
წაკითხვა
საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
რა ხდება მაშინ, როცა უკან იხედები და საკუთარ ახალგაზრდა, ეჭვებით სავსე ვერსიას უსწორებ თვალს? საქართველოს ბანკის ტრადიციულ რუბრიკაში, წერილი 19 წლის თავს, ამჯერად ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის გამოცდილებას გიზიარებთ. მისი მთავარი გზავნილი თითქოს მარტივია, მაგრამ ამ სიმარტივეშია ზუსტად მთელი მნიშვნელობა დამალული:
როდესაც კამერის ობიექტივიდან იყურები, ზუსტად უნდა იცოდე, რა უნდა მოაქციო ფოკუსში და რა დატოვო მის მიღმა. თუმცა, ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი 19 წლის ასაკში, მთავარი მიზნის პოვნა და მასზე ფოკუსირება ბევრად რთულია.
რაც გამოგდის, ის გააკეთე და გააკეთე საუკეთესოდ!
ამ სურვილის ასასრულებლად კი საქართველოს ბანკი შენი მხარდამჭერია.
წლების წინ პროფესიული არჩევანი ხშირად მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული. თუმცა, როგორც ნიკა აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში წარსული დოგმები დიდად აღარ მუშაობს. 19 წლის თავისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი რჩევა სწორედ კარიერულ თავისუფლებას ეხება.
საკუთარ 19 წლის თავს ვეტყოდი, რომ მომავალში აღარ არსებობს ერთი სწორი გზა. მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ. ვინც არ უნდა იყო, შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო. ამიტომ, იმ საქმეს მოკიდე ხელი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს: რაც გამოგდის, ის გააკეთე საუკეთესოდ.
ეჭვების გასაფანტად და შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნიჭი ან სურვილი არ კმარა. ნიკას თქმით, ერთი უნარი, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დაუღალავი შრომაა.
მთავარია მიზანი და შრომა, სულ მოძრაობაში უნდა იყო. თუნდაც რაღაც არ გამოგივიდეს, კეთება მაინც უნდა გააგრძელო.
რაც შეეხება შეცდომებს, ნიკას აზრით, განვითარება მათ გარეშე შეუძლებელია: მთავარია, სწორად გადავამუშავოთ ყოველი წარუმატებლობა და რაღაც ახალი ვისწავლოთ გამოცდილებისგან.
ამბობენ, ბრძენი სხვის შეცდომაზე სწავლობსო, თუმცა ისიც ძალიან კარგია, როცა საკუთარ შეცდომაზე სწავლობ და ერთხელ დაშვებულს აღარ იმეორებ. ხანდახან შეიძლება გამეორება მაინც მოგიწიოს, ეგეც არაუშავს, მთავარია, წინა გამოცდილება ყოველთვის გაითვალისწინო.
დღეს, როცა ინფორმაციაზე წვდომა ასეთი მარტივია, ნებისმიერი ინტერესის დაკმაყოფილება და ახალი უნარების ათვისება შეგვიძლია და როგორც არასდროს, განათლება ის მთავარი საყრდენია, რომელიც ცხოვრებისეულ ხედვას გვიყალიბებს და გვიცავს ინფორმაციის მორევში ჩაკარგვისგან. კითხვაზე, თუ რას ეტყოდა 19 წლის თავს სწავლაზე, ნიკას პასუხი ასეთია:
რაც არ უნდა წარმატებული იყოს ადამიანი, თავის ახალგაზრდა ვერსიას ალბათ ყველა ეტყოდა, რომ მეტი ისწავლოს. მეც მაგას ვეტყოდი. ისწავლე ყველაფერი, რაც შეგიძლია! რაც მეტს სწავლობ, მით მეტი ფუნდამენტი გაქვს, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვო, გამოხატო და რეალიზება შეძლო.რაც მეტს სწავლობ, შენი პერსპექტივაც მით უფრო ფართოვდება. შესაძლოა, ცხოვრებაში ფესვის ამოყვანა ან რთული განტოლების ამოხსნა არასდროს დაგჭირდეს, მაგრამ ცოდნა მოგცემს ინტერპრეტაციის საშუალებას თავად გადაწყვიტო, რა გამოიყენო და რა არა.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგროვებთ და რაც უფრო მეტს ვშრომობთ საყვარელი საქმისთვის, მით უფრო ფართოვდება ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები.
იარეთ წინ და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
კომენტარები
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
7 წუთის წინ
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
გადახედვა
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
24 წუთის წინ
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
25 წუთის წინ
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
გადახედვა
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
31 წუთის წინ
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე საერთაშორისო სამიტს დაესწრება
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
51 წუთის წინ
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
გადახედვა
“ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს” — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
16 საათის წინ
“ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს” — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია” — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
16 საათის წინ
“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია” — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: “ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა”
16 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: “ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა”
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: “მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს”
17 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: “მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს”
გადახედვა
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
17 საათის წინ
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
17 საათის წინ
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
17 საათის წინ
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
გადახედვა
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი “მშრალ ზონად” იქცეს
17 საათის წინ
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი “მშრალ ზონად” იქცეს
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
17 საათის წინ
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
გადახედვა
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
18 საათის წინ
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
18 საათის წინ
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
ევროკავშირი საქართველოში “თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს” მკაცრად გმობს
18 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოში “თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს” მკაცრად გმობს
გადახედვა
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
18 საათის წინ
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
19 საათის წინ
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
19 საათის წინ
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა “ციფრული ტყუპისცალები” დატესტეს
8 სექტემბერი, 12:11
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა “ციფრული ტყუპისცალები” დატესტეს
კვირის ტოპ-5
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?4058 ნახვა
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)2384 ნახვა
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა1549 ნახვა
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები951 ნახვა
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია623 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მსოფლიო
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
საზოგადოება
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
მოგზაურობა
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
კულტურა
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
ბანკები და ფინანსები
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
გადახედვა
პოლიტიკა
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
პოლიტიკა
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
პოლიტიკა
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
პოლიტიკა
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
საზოგადოება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ახლა კითხულობენ
გადახედვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
8 სექტემბერი, 09:24
მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება —…
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს