დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამაზაშვილის თქმით, „კოლექტიურ სააკაშვილებს და მათ მეტასტაზებს“ რაიმე მოლოდინი ნუ ექნებათ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს “ქვეყნის მტრების წისქვილზე”.
„ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი „მეგობრის“ მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე.
დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს“, – წერს თამაზაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.




