ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე რაქვიაშილი – ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ, მათ არასწორი არაფერი გაუკეთებიათ, იმედია, ბევრი სხვაც გამოვა

ალექსანდრე რაქვიაშილი – ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ, მათ არასწორი არაფერი გაუკეთებიათ, იმედია, ბევრი სხვაც გამოვა

ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ, იმედია, ბევრი სხვაც გამოვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამორალურია ის ხალხი, რომლებსაც სურთ, თავიანთი პოლიტიკური ქულები დაიწერონ იმით, რომ ახალგაზრდები ციხეში ისხდებიან.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ხალხი ციხიდან გამოვიდა. იმედია, ბევრი სხვაც გამოვა ციხიდან. ზოგადად, არაფერი არასწორი მათ არ გაუკეთებიათ. ის ხალხი კი, ვისაც სურთ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ იმით, რომ ახალგაზრდები ციხეში ისხდებიან, ჩემი აზრით, ამორალური ხალხია. ყველა ასეთი განცხადება, რაც მოვისმინე, რომ თურმე კარგი იქნებოდა, ისინი ციხეში დარჩენილიყვნენ, მგონია, მათ სინდისისა და ნამუსის არარსებობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.