არქივი25 აგვისტო, 2026, 19:33
რომან გოცირიძე: ძალიან სამწუხარო ფაქტია-საქართველოდან ემირატების “დაბი ჯგუფი” გავიდა... რეალური ინვესტორი ემირატებიდან მიდის, “იგლ ჰილზი”, უფულო-შემოდის

რომან გოცირიძე:
ძალიან სამწუხარო ფაქტია-საქართველოდან ემირატების “დაბი ჯგუფი” გავიდა, მათი ძირითადი აქტივები, სასტუმრო “ბილტმორი” და “ტერებანკი” სომხურ კომპანიაზე გაიყიდა.
რეალური ინვესტორი ემირატებიდან მიდის, “იგლ ჰილზი”, უფულო-შემოდის.
განსაკუთრებით დასანანია “ბილტმორის” გაყიდვა. იგი ყველაზე დიდო უცხოური ინვესტიცია იყო სასტუმროების სფეროში-140 მილიონი დოლარი დაჯდა მისი აშენება და გამართვა. იგი არაბეთიდან იზიდავდა შეძლებულ ტურისტებს. იქ არსებული კაზინოც ერთ-ერთი მიზიდულობის ფაქტორი იყო. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სასტუმრო კვლავ დარჩება სინგაპურის ცნობილი ჯგუფის, “მილენიუმის” მართვაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია.
აღიარებული უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება შეიძლება აიხსნას ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციითა და საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვით.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.