საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული

24 აგვისტოს „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ლიდერები კვლავ დაადასტურებენ თავის მზაობას გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა და გააგრძელებენ „ზომების კოორდინაციას, რომლებიც რესურსების შემცირებისკენაა მიმართული”, რომლებიც მოსკოვს გააჩნია საკუთარი სამხედრო ქმედებების დაფინანსებისთვის, კერძოდ, „ჩრდილოვან ფლოტთან” ბრძოლის გზით.

„ეს შეხვედრა, საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა, რათა წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრა “ჰიბრიდულ” ფორმატში გაიმართება და მისი თანათავმჯდომარეები იქნებიან: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს