“სოჭის დროით 21:00 საათია. ჩემი კონცერტი 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ზუსტად ერთი საათის წინ. მაგრამ გამოცხადდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა ქალაქ სოჭზე. არსებული წესების მიხედვით, სამწუხაროდ, დარბაზში არავის შეშვება არ შეიძლება, სანამ დრონების თავდასხმის განგაში არ გაუქმდება და ყველა უსაფრთხოდ არ იქნება. ჩვენ ყველანი ვსხედვართ და ველოდებით.
თუ ვინმეს ესმის ჩემი, თუ ვინმე მხედავს ახლა ჩემი ძვირფასი მაყურებლებიდან – თქვენი გაგების იმედი მაქვს. ყველანი არამარტივ სიტუაციაში ვართ. მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ჩემი კოლექტივი აქ არის. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა და აეროპორტების ჩაკეტვისა, ჩვენ მაინც ჩამოვედით სოჭში გელენჯიკიდან და მზად ვართ გამოსასვლელად. მოთმინებას ვიკრებთ და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, რისთვისაც ასე ვემზადებოდით ყველანი, შედგება. ძალიან ველოდები თქვენთან ამ შეხვედრას აქ, ქალაქ სოჭის საკონცერტო დარბაზ „ფესტივალნიში“, რომელსაც რეგულარულად ვსტუმრობ ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში – ყოველწლიურად რამდენჯერმე.
ასეთი სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში პირველადაა. ასეთ საშინელებას პირველად დავუპირისპირდი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა. დღეს აუცილებლად შევხვდებით. მოდით, კიდევ ცოტა მოთმინება მოვიკრიბოთ და დაველოდოთ, როდის იქნება ყველა უსაფრთხოდ და არავის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. იმიტომ, რომ ყველაზე ფასეული და მთავარი ჩვენს ცხოვრებაში თვითონ სიცოცხლეა, ადამიანების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება. ვიმედოვნებ, შევხვდებით უკვე ცოტა ხანში ლეგენდარული დარბაზ „ფესტივალნის“ სცენაზე” | ამბობს ფილიპ კირკოროვი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში




