არქივი20 აგვისტო, 2026, 17:39
თამო კეშელავა: ხელოვნური ინტელექტის სამიტზეც კი იყო ლედი იგი პირველი და ის აღფრთოვანება, რაც მაშინ გქონდათ, რომელმა დიფსტეიტმა შეჭამა?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
მაკრონი წერს კობახიძეს, ჩამოდი, კოსმოსური ეკონომიკის განვითარებაზე ვილაპარაკოთო.
კოსმოსური ეკონომიკის განვითარებაზე, ჩქიმი კაი:)
რატო აგიჟებ, ემანუელ? კიდე ეგ უნდა? ღირსი ხარ 10 ლარიანი ხორცი ჩამოგიტანოს კოსმოსში გასაშვებად.
პ.ს.
ქოცებო, უკრაინა რუსეთს ბომბავს შიგ გულში, ევროკავშირმა ჩატეხა რუსული საწვავის გზა, ამერიკა ირანს გამანადგურებელ სანქციებს უწესებს და ამ ფონზე, კოსმოსზე სასაუბროდ რომ გიწვევენ მხოლოდ, ზოგად საუბარზე, ვერაა ეგ ახლა მთლად კაი ამბავი, გენაც. ასე ხელოვნური ინტელექტის სამიტზეც კი იყო ლედი იგი პირველი და ის აღფრთოვანება, რაც მაშინ გქონდათ, რომელმა დიფსტეიტმა შეჭამა?
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.