ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ეგ როგორ არის – როდესაც ქვემოთ აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება, ზემოთ კი აღარ იციან, როგორ მართონ? ლენინს „რევოლუცია“ ეწერა. მე „ცვლილებებს“ დავწერ – სიტყვა უფრო მშვიდია. 
ჰოდა, ასეთი ცუგცვანგის მდგომარეობა „ოდესმე“ აუცილებლად დიდი ცვლილებებით მთავრდება. და, როგორც წესი, ცუდად მთავრდება – განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზემოთაა.
რატომ? იმიტომ, რომ ცუგცვანგის მთავარი თავისებურება სწორედ ესაა: სვლა უნდა გააკეთო, მაგრამ ყოველი შესაძლო სვლა მდგომარეობას კიდევ უფრო გიუარესებს.
და ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როდესაც ზემოთ მყოფებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ სვლებს თვითონ ირჩევენ.




