ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!

მწერალი ბექა ქურხული:
აი, დღეს, აუცილებლად ყველა რუსეთ საქართველოს, ცხინვალის მეორე, 2008 წლის ომზე ილაპარაკებს!..
გამოთქვამს აზრს, გააკეთებს დასკვნებს, იმის მიხედვით “ნაცია” თუ “ქოცი” უფრო სწორად თავს “ნაცად” თვლის თუ “ქოცად” თუ ბრალოდ, ისეა არამკითხე იდიოტი და მატრაბაზი!..
მერე რა, რომ სიცოცხლეში არ ყოფილა ცხინვალში, არც დიდი და პატარა ლიახვის ხეობის არც ერთ სოფელში, არც ფრონის ხეობაში და საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ, რა ხდებოდა იქ!..
კი, მე ნამყოფი ვარ, 1999 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე ვარ შესული, და იქაურობა ძალიან კარგად ვიცი სოფელ სოფელ!..
კარგად ვიცი ცხინვალიც და სხვათაშორის არც ახლა ამერევა ამ ქალაქში გზა, განსაკუთრებით 8 ივნისის ქუჩაზე!..
დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან ( ხეითი ლიახვის გადაღმა იდგა) მანდვე ახლოში სასაფლაოზე ღვთისმშობლის საყდარი, ზედ მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!..
მანდაურობას გადმოჰყურებს ცხინვალის უბნის “ტექსტლის” კორპუსები, სადაც ყველაზე ჩ—–ი ოსები ცხოვრობდნენ!.. ვახო ყაზახაშვილი Акакий Касрадзе დათო ყაზახაშვილი ვასო მაისურაძე დოჭის ბიჭი და არის კიდევ მადლობა ღმერთს ხალხი, ხეობელები!..
ასე რომ, ხანდახან, უბრალოდ რომ ავდგეთ და გავჩუმდეთ, ან უბრალოდ ჭიქა წავუქციოთ ბიჭებს, ამდენი ტაქტი და მოკრძალება თუ გვექნება არ იქნება ცუდი დებო და ძმებო!..
თუ არადა ბალეტზე და კვანტურ ფიზიკაზე საუბრისას თუ არ შემოგივარდებით და გაყურებინებთ სეირს!.. 😊
დიდება საქართველოს!.
გაუმარჯოს ქართულ მხედრობას!..
უკვდავება, ნათელი და სანთელი, სამშობლოსთვის შეწირული გმირების სულებს!..