ლევან ყურაშვილი: 4.5 წელია ბომბავს რუსეთი უკრაინას. კვირაში ათობით ბალისტიკური და ასობით ფრთოსანი რაკეტით. პლუს, ათასობით დრონით… აი, ტოტალური ბლექაუთი ერთხელაც არ ყოფილა

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ლევან ყურაშვილი:
4.5 წელია ბომბავს რუსეთი უკრაინას.
კვირაში ათობით ბალისტიკური და ასობით ფრთოსანი რაკეტით. პლუს, ათასობით დრონით.
ყველა ზამთარს, მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია.
ქალაქები ბნელდება, ზოგი რამდენიმე საათით, ზოგიც რამდენიმე დღით.
აი, ტოტალური ბლექაუთი ერთხელაც არ ყოფილა.
აქ, მოწმენდილ ცაზე, ორ კვირაში მესამე ბლექაუთია.
ქარი და წვიმაც კი არაა, მაგას რომ დააბრალონ.
ყველაფერი გამოლპა ამ ქვეყანაში.