“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“

მისი თქმით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბად სა­ერ­თოდ არ უნდა ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, რად­გან ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

“ზო­გა­დად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ უნდა ჩა­მო­დი­ოდ­ნენ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მათი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ეს არის ჩემი მო­საზ­რე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ჯან­სა­ღი მო­საზ­რე­ბაა, რად­გან ოკუ­პანტს მის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა.

ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დენს ხარ­ჯა­ვენ რუსი ტუ­რის­ტე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კაც ამას გვე­უბ­ნე­ბა, რომ რუ­სე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბი ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლე­ბის და­ნა­ხარ­ჯებ­საც კი.

ამას­თან, იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, იმ ად­გი­ლებს, ზო­გა­დად, იმი­ჯი შერ­ყე­უ­ლი აქვს. ამას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და მო­უ­რი­დებ­ლად ვამ­ბობ, რად­გან რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, იქ, სა­დაც ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ..

რო­გორ იქ­ცე­ვი­ან და რო­გო­რია მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვე­ბის მი­მართ, ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ეს ფაქ­ტი და­დას­ტურ­და კი­დეც ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო.

ასე რომ, ჯერ ერთი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით საკ­მა­ოდ ცო­ტას ხარ­ჯა­ვენ და ბევ­რსაც რომ ხარ­ჯავ­დნენ, ნამ­დვი­ლად არ არი­ან სა­სურ­ვე­ლი ტუ­რის­ტე­ბი თა­ვი­ან­თი და­ბა­ლი შეგ­ნე­ბის და კულ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ზო­გა­დად ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ თუ შე­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, უნდა მოქ­მე­დებ­დეს სა­ვი­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბი, უნდა ჰქონ­დეთ საკ­მა­ოდ მოკ­ლე, შე­ზღუ­დუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი და ორ კვი­რა­ზე მეტ­ხანს დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეთ. ტუ­რის­ტი ერთი ან ორი კვი­რით გა­მი­გია, მაგ­რამ ტუ­რის­ტი არ არის ის, ვინც ჩა­მო­დის და აქ წლე­ბი რჩე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ჯა­ფა­რი­ძემ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა…

ასევე დაგაინტერესებთ