სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია

რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შაბათის მარშზე განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გეძელდება, ,,ქართულმა ოცნებამ” კი უკვე აღარ იცის, რა გააკეთოს და რა მოიგონოს.

,,ეს პროტესტი მაჩვენებელია იმისა, რომ ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყანას. ქვეყანა არის წართმეული, მიტაცებული. ეს პროტესტი არის ის ცოცხალი ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ამიტომაც გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სადამდეც საჭიროა. რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი.

ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ, რა რეპრესია მოიგონონ. არ აქვთ არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ გვიჩვენონ, რამდენად კორუმპირებულები არიან და რამდენად არაფერს არ ჰგავს ეს რეჟიმი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს