ალექსეი იარმუშიკი პუტინს: მე არ ვიცნობ არცერთ შემოქმედ ადამიანს, ვისაც სურდეს, რომ თქვენ იყოთ პრეზიდენტი… მე არ მიმაჩნია, რომ ყირიმი ჩვენია (ვიდეო)

ჟურნალისტი, მედიაპროდიუსერი და სამოქალაქო აქტივისტი ნენე დალაქიშვილი:
ვიღაცამ გაბედა.
ალექსეი იარმუშიკი 25 წლის მსახიობია, ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში.
ვიდეო ჩაწერა, სადაც პუტინს ეუბნება, რომ მის თანატოლებს სძულთ და არ უნდა, რომ ის მისი პრეზიდენტი იყოს.
“მე არ ვიცნობ არცერთ შემოქმედ ადამიანს, ვისაც სურდეს, რომ თქვენ იყოთ პრეზიდენტი – მხოლოდ შამანს.
მე არ მიმაჩნია, რომ ყირიმი ჩვენია.
ჩემი არცერთი თანატოლი ასე არ ფიქრობს“, – ამბობს ალექსეი.
ალექსეის სხვა პრეზიდენტი არ ახსოვს, დაიბადა და მთელი ცხოვრება პუტინის მმართველობისას ცხოვრობს.
“მე მინდა, რომ თქვენ არა მხოლოდ დაასრულოთ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, არამედ მინდა, რომ წახვიდეთ ჩემი ქვეყნის ცხოვრებიდან და არასოდეს, არასოდეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე უცნაური ინდივიდი, აღარ გამოჩნდეთ“, – დაურთო მან წარწერად თავის ვიდეოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა