“მოკლედ, არ ვიცი რა გავაკეთო. დამეხმარეთ. გადამარჩინეთ. ვერ ვიძინებ. რა გავაკეთო? აი, ყველა, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. თუ მე მართლაც რაიმე შემოქმედებითი ერთეული ვარ, რომელიც მთელი ეს დრო დუმდა, აი, ვამბობ: მე არ მინდა, რომ თქვენ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. არასოდეს ცხოვრებაში. 25 წლის ვარ და არ ვიცნობ ჩემი თანატოლებიდან არცერთ ადამიანს, ვისაც თქვენი არ ეშინია, ვისაც ენდომება, რომ თქვენ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. აი, ახლა ვიხსენებ ყველა შემოქმედ ადამიანს, ვისაც ვიცნობ, ვინც ინტერნეტში მინახავს: ერთი შამანი. ერთი შამანი ყველა „უცხოელ აგენტად“ გამოცხადებულის წინააღმდეგ.
ფუჰ, ალბათ ეს საუკეთესოა, რისი თქმაც ახლა შემიძლია. გული მიცემს, სული მეხუთება. ხალხო, აი მე ყველაზე მართალი ვარ დედამიწაზე და ყველაზე გულწრფელი. მე უბრალოდ ვიცი, რომ ყველა ადამიანი, ვინც მთელი წელი თვალს ადევნებდა ჩემს გვერდს თვალს იცის, ვინც ვარ. იციან, რომ არასოდეს ვტყუი. მე ყოველთვის კეთილი ვარ და ასე შემდეგ. მე არ მინდა, რომ თქვენ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. დაითხოვეთ მთელი მთავრობა! მე არ მინდა, მე არ მინდა თქვენი ტელევიზორში ყურება! მე მინდა ჩემს სიმღერებს ვუსმინო! მე არ მინდა VK-ით სარგებლობა, მე მინდა ინსტაგრამით სარგებლობა, იმიტომ რომ ის უკეთესია!
დიახ, მე ზუმერი ვარ! იშვიათად დავდიოდი არჩევნებზე, საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას პოლიტიკას. მაგრამ როდესაც 14 წლის გავხდი, ინგლისურზე მივედი და ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, რომ თავის საუკეთესო მეგობარს წაეჩხუბა ყირიმის გამო. მე არ მიმაჩნია, რომ ყირიმი ჩვენია! ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული ფრაზა, ჩემი თანატოლებიდან არცერთი არ ფიქრობს ასე! თუკი, შეიძლება, ოდესღაც ასე ფიქრობდნენ ადამიანები, ახლა…
მე უკვე… აღარც ვიცი, რაზე ვილაპარაკო. მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ. თქვენ არ ხართ ჩემი პრეზიდენტი. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. ღამე მშვიდობისა” | ამბობს რუსი მსახიობი ალექსეი იარმუშიკი ვიდეომიმართვაში.




