ვარსკვლავური ქორწილი საფრანგეთში: ლუკას ერნანდესმა და ვიქტორია ტრიაიმ იქორწინეს
ფრანგი ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი და მისი რჩეული, ვიქტორია ტრიაი, ოფიციალურად დაქორწინდნენ. გრანდიოზული ცერემონია შაბათს, 25 ივლისს, საფრანგეთში, მე-12 საუკუნის ისტორიულ სააბატოში (Abbaye des Vaux de Cernay) გაიმართა, რომელიც დღეს ლუქს-კლასის სასტუმროს წარმოადგენს.
ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიას სპორტული და მოდური ელიტის უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად, უსმან დემბელე, მათვეი საფონოვი მეუღლესთან ერთად, აშრაფ ჰაკიმი, კილიან მბაპედა სხვ. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მბაპემ, რომელიც საქორწინო ლოკაციის გარეთ შეკრებილ გულშემატკივრებს თბილად შეხვდა და ფოტოები გადაიღო.





