ჟურნალისტი, თამუნა ლეფსვერიძე:
ამბავი იმაზე, საფრანგეთში როგორ აახია სახე უზრდელ რუს ტურისტს, ჭეშმარიტმა ფრანგმა.
ამოვიდა ეს ბუნებით ოკუპანტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნიცაში, დაიკავა სამი კაცის ადგილი და ბოლოს თავისი ტურტლიანი ფეხები შემოაწყო ზედ!რო შეხედავ, ზედ აწერია, რომ კყლტურას ახლოსაც არ ჩაუვლია მასთან. მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეგღა აკლიათ ფრანგებს, რომ ამისთანები აბოგინონ!ერთი წუთი არ იყო გასული, დაადგა თავზე გამოწკეპილი ფრანგი, 60 წლამდე ქალბატონი და ეკითხება მშვიდად.– თქვენ საიდან ხართ?ამან ეტყობა იფიქრა, მისი ფეხები მოეწონა და აინტერესებდა, რა წარმომავლობის იყო.– მე რუსეთიდან და ახლა უკან ვბრუნდები…და უცებ ფრანგი ქალბატონი: ჰოდა, რომ დაბრუნდები, ეგ ფეხები შენი ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შემოაწყვე მასე,!შედეგს კი ხედავთ, ისეთი სახე ჰქონდა ფრანგს, უსიტყვოდ დამორჩილდა.
უზრდელი ყველგან უზრდელია!



