ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი

იურისტ ირაკლი აბესაძე:
“სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი.
✔️ სულ მინიმუმ 2019 წლის ნოემბრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით ეს ასე იყო – გააკეთოს ოფიციალური განმარტება კალაძემ და მერიამ, კვლავ აფინანსებს თუ არა მას ბიუჯეტიდან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უხელმძღვანელებს ,,მორალის პოლიციას”.
✔️ აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პროგრამით ბიუჯეტიდან კალაძე ყოველთვიურად აფინანსებდა (აფინანსებს) კორცხელის, გმირთა მოედნის და სხვა გახმაურებული შემთხვევების მოძალადეებს.