სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ქავთარაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, 6 ივნისს თბილისში მზიურის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე კაცი თავს დაესხა.
ქავთარაძე “შაბათის ეთერთან” ამბობს, რომ კაცმა მისთვის მობილური ტელეფონის წართმევა სცადა.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ მომხდარიდან რამდენიმე წუთში მან 112-ში დარეკა, ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა გამოძიება მხოლოდ ახლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სოციალური ქსელით ვიდეო გამოაქვეყნა და ფაქტს ვნებათაღელვა გამოიწვია.
ორი რუსი მოქალაქე დამესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი გამისწორდა ფიზიკურად. წამართვა ჩემი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც არ მიბრუნებდა. ასევე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეორე მას აქეზებდა და ეუბნებოდა უფრო მაგრა დაერტყა ჩემთვის. ეს ყოველივე მოხდა იმის გამო, ჩავიარე და ჩავილაპარაკე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.
შეტყობინება ცხელ კვალზე გავაკეთე, ჩემი აზრით, [გამოძიება ახლა იმიტომ დაიწყო], რომ არ უნდოდათ სკანდალის აწევა, რადგან ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან”- აცხადებს ქავთარაძე.




