ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს

ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
89
წაკითხვა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც წერს, რომ მისი “ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები რეჟიმთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ამ პრორუსულ ტირანიასთან კონტაქტის დამყარების მცდელობების შესახებ, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს”.
ნათელაშვილის თქმით, “ქართველი ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმ ხელშეკრულების შესახებ შეტყობა, რომელიც მის საოჯახო ბიზნესს, The Trump Organization-სა და დიქტატორ ივანიშვილის უახლოეს კრიმინალურ გარემოცვას შორის გაფორმდა თბილისის ცენტრში, რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ”. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ “Trump Tower-ის კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს”.
ნათელაშვილი ტრამპს მიმართავს, რომ შეუძლია “ერთი გადაწყვეტილებით, ერთი განცხადებით გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნოთ ევრაზიის გასაღები საქართველოს სახით”.
შალვა ნათელაშვილის ღია წერუილს სრულად გთავზობთ:
“მოგმართავთ ბარიკადებზე მდგომი ქართველი ხალხის სახელით, ხალხის, რომელიც წლებია იბრძვის საკუთარ ქვეყანაში რუსულ-ჩინურ-ირანული მოდელით შექმნილი დიქტატურის, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.თქვენ სამართლიანად დაიმკვიდრეთ ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტორის იმიჯი, თუმცა ამ პოზიტიურ ტალღას, სამწუხაროდ, საქართველომდე ჯერ არ მოუღწევია. მეტიც, თქვენი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, მაშინდელმა ადმინისტრაციამ სრული საფარი შეუმზადა რუს ოლიგარქს, რეჟიმი გარდაუვალი ჩამოშლისგან იხსნა, ყველა გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა და საქართველო ორი წლით აშშ-ის ელჩის გარეშე დატოვა. დღემდე გაუგებარია ჩვენთვის, თუ რატომ ეწვია ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, თბილისს 2020 წლის 17–18 ნოემბერს, რატომ არ გააკეთა მან არანაირი საჯარო განცხადება და რატომ გადასცა ოპოზიციას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გზავნილი, რომ პარლამენტში შევსულიყავით და სრულად გვეღიარებინა მოსკოვის სქემით გაყალბებული არჩევნები.თქვენი მეორე ვადის ორი წლის თავზე, საქართველოში ვითარებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია: ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი აკრძალულია, ათასობით პოლიტიკური ოპონენტი ციხეშია ან დევნილობაში იმყოფება, ხოლო არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და მასმედია, ფაქტობრივად, გაუქმებულია. საქართველო გადაიქცა ანტიამერიკული პროპაგანდისა და სანქცირებული რუსული შავი კაპიტალის გათეთრების პლატფორმად. ამ კოშმარის ფონზე, ქართველ ხალხს თქვენგან მხარდამჭერი არცერთი განცხადება არ სმენია დღემდე. პირიქით, ვაშინგტონიდან დიქტატორ ივანიშვილისა და მისი პრორუსული კლანის წინააღმდეგ სანქცირების პროცესი შეჩერებულია; MEGOBARI Act-ის განხილვის პროცედურები სენატში თქვენი პარტიელი კოლეგების ინიციატივით გაყინულია. დიქტატორისა და მისი გარემოცვის ოჯახის წევრები კომფორტულად ცხოვრობენ ამერიკაში. აშშ-ის ელჩი თბილისში კვლავ არ არის დანიშნული; ხოლო რეჟიმის ლიდერისა და მისი წევრების კაპიტალი, აქციები და აქტივები თავისუფლად გადაადგილდება შეერთებულ შტატებში. დღემდე ამ პირებს არანაირი სავიზო შეზღუდვა არ ეხებათ. მეტიც, რეჟიმის ანტიამერიკული იდეოლოგიის მთავარი მამა — რუხაძე -— ამერიკის შეერთებული შტატების ნატურალიზებული მოქალაქეა.ქართველი ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმ ხელშეკრულების შესახებ შეტყობა, რომელიც თქვენს საოჯახო ბიზნესს, The Trump Organization-სა და დიქტატორ ივანიშვილის უახლოეს კრიმინალურ გარემოცვას შორის გაფორმდა თბილისის ცენტრში, რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ. ამან რეჟიმს საშუალება მისცა განეცხადებინა, რომ მათ პირდაპირი არხი იპოვეს თქვენი შვილებისა და სიძის, ჯარედ კუშნერის მეშვეობით, და რომ ახლა მათ ყველაფერს აპატიებენ და ყველაფერი შერჩებათ.გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, კარგად გახსოვთ, როგორ ჩაშალა ამ პუტინისტმა დიქტატორმა Trump Tower-ის მშენებლობა ბათუმში 2012 წელს, როდესაც მას კორუფციული პროექტი უწოდა, და როგორ გაჰყვირის პერიოდულად და უნამუსოდ მისი პროპაგანდისტული მანქანა, რომ თითქოს თქვენ Deep State დანიშნული და მსახური ხართ.არსებულ გარემოებებში, თქვენი ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები რეჟიმთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ამ პრორუსულ ტირანიასთან კონტაქტის დამყარების მცდელობების შესახებ, უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ეს სერიოზულად ახალისებს და ამტკიცებს რეჟიმის რეპრესიებს ხალხის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ Trump Tower-ის ეს კონტრაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს, რადგან ამერიკელი ლიდერის პრესტიჟი ასევე უაღრესად ძვირფასია და ის არის რაღაც, რისი დაცვაც ჩვენც გვსურს.თუ რეჟიმისადმი ასეთი დაუსჯელი მიდგომა ბიზნეს-სოლიდარობის შედეგია — რადგან ვაშინგტონში ვინმე დიქტატორ ივანიშვილს ბიზნესმენად მიიჩნევს — ეს ფუნდამენტურად მცდარი მიდგომაა. ამ ინდივიდს არასდროს წარმოუდგენია ბიზნესწრეები; რუსეთის სპეცსამსახურებმა მას, როგორც თავის რეზიდენტს, თანხები გამოუყვეს საქართველოს შიგნიდან ანექსიისთვის, ისევე როგორც მილიარდები იხარჯებოდა კომუნისტური იმპერიის დროს მოსკოვის გლობალური ჰეგემონიისთვის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ცენტრალიზებულის სანაცვლოდ დიფერენცირებული მიდგომა გამოიყენება.პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ერთი გადაწყვეტილებით, ერთი განცხადებით — ომების გარეშე, მილიარდების დახარჯვისა და სხვა გართულებების გარეშე — შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან და ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნოთ ევრაზიის გასაღები საქართველოს სახით. ეს ასევე იქნება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერება ევრაზიის გულში და უზარმაზარ დივიდენდებს მოუტანს თქვენი ქვეყნის ბიზნესინტერესებს.უმოქმედობა, რეაგირების არქონა ან ზომების მიღების ნებისმიერი შემდგომი დაყოვნება იქნება დანაშაული ამერიკისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინაშე — აღარაფერს ვამბობთ ქართველ ხალხზე, რომელიც ამ დიქტატურის ქვეშ იტანჯება.სულმოუთქმელად ველოდებით კონკრეტულ შედეგებს”, — წერს შალვა ნათელაშილი.უღრმესი
კომენტარები
გადახედვა
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
6 საათის წინ
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
8 საათის წინ
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
9 საათის წინ
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
გადახედვა
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
10 საათის წინ
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
10 საათის წინ
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
10 საათის წინ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
გადახედვა
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
10 საათის წინ
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
10 საათის წინ
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
10 საათის წინ
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
გადახედვა
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
10 საათის წინ
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
11 საათის წინ
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
გადახედვა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
11 საათის წინ
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
12 საათის წინ
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
გადახედვა
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
12 საათის წინ
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
12 საათის წინ
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
13 საათის წინ
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
13 საათის წინ
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
13 საათის წინ
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
გადახედვა
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
13 საათის წინ
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
14 საათის წინ
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
14 საათის წინ
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
კვირის ტოპ-5
“ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან627 ნახვა
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა445 ნახვა
“გურიის მოამბე”: ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს357 ნახვა
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა354 ნახვა
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს328 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
პოლიტიკა
“არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია” — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
“არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია” — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
კინო
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
25-ე იუბილეზე ჰარი პოტერი კინოთეატრებში სიურპრიზით ბრუნდება — აი, რა გველოდება
გადახედვა
ტექნოლოგიები
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშილი: “ოცნების” დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
სალომე ზურაბიშილი: “ოცნების” დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
გადახედვა
კრიმინალი
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
გადახედვა
საზოგადოება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
ახლა კითხულობენ
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
16 საათის წინ
30 ივლისს, თბილისში Glovo — საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს…
რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება
ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია