ვოლოდიმირ ზელენსკი – მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით

მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა კასპიის ზღვაში შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს წარმატებით ახორციელებს.

„უკრაინა რუსეთის დარტყმებზე საპასუხოდ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას აგრძელებს. კიდევ ერთხელ, დარტყმა განხორციელდა კიროვში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთს იარაღის კომპონენტებით ამარაგებს. ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1200 კილომეტრშია. ასევე, დარტყმა განხორციელდა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ეკატერინბურგის ლოჯისტიკურ ობიექტსა და დონის როსტოვში მდებარე საწვავის საცავზე“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…