სიმონ ჯანაშია:
მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან.
მამამ ახალგაზრდები შეაყოვნა, რომ კონფლიქტს არ გასცლოდნენ. დედა კი იდგა და ურეაქციოდ უყურებდა როგორ კლავდა შვილი სამ ახალგაზრდას. გუშინ ამბობდა ინტერვიუში ვითხოვდი იარაღი პოლიციას წაეღოო. დღეს ამბობს, მე მეგონა სათამაშო იარაღს ისროდაო. 
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს 26 ივლისს დაასაფლავებენ. პროპაგანდა კი იმით არის დაკავებული, რომ მოძებნოს კავშირი მკვლელსა და ოპოზიციას შორის.




