მიხელ ყაველაშვილი ამბობს, რომ სროლა თბილისის ცენტრში, რასაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაიჭრა, მხოლოდ ერთი “ნეგატიური აქტია”.
სამთავრობო მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან გაირკვა, რომ ყაველაშვილს განცხადებები – “ქვეყანა ინგრევა და არ მოსწონს.
“ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ კრიმინალის შემთხვევები ქვეყნისთვის გამოწვევაა, თუმცა ამაზე აქცენტით, განვითრების პროცესს “მიზანმიმართულად აკნინებენ”.
დღესაც რომ შევიდეთ სოციალურ ქსელში, რა მოხდა გუშინ ხო – რაღაცა ერთ განხორციელებულ ნეგატიურ აქტზე, როგორი თანხვედრაა ერთიანი მესიჯბოქსისას. იქ შეიძლება ჟურნალისტი იყოს, აქტივისტი იყოს, პოლიტიკოსი იყოს, ხელოვანი იყოს, ჩვენდა სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ერთიანი ქსელია – არ მინდა ახლა, სახელის და გვარის დასახელება, უცებ დღეს გამოვიდა და თურმე ინგრევა ქვეყანა, ეს რა ხდებადა, კრიმინალი გაიზარდა და ა.შ.
კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვეუბნები, ეს მიზანიმართულადაა, რომ ის, რომ არ უნდა ჩანდეს პოზიტივი, ის, რომ ვერ დაინახოთ თქვენ, როგორ ვითარდება რეალობაში ქვეყანა. რა თქმა უნდა ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ეს უნდა დაკნინდეს. ამის საპირწონედ, ისეთი მოვლენები უნდა იყოს ზედაპირზე, რომ ეს პროგრესი უნდა დაკნინდეს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე
42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.




