კახა წიქარიშვილი – დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება – თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად

დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება – თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად,- ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესზე არ საუბრობენ, რადგან მას ხელი არ შეეშალოს.

„დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ…

მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა.

როგორც ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ აღნიშნავს, პაციენტი ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ, ნარკოზულ მდგომარეობაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ივნისის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებდა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)