“რკინის კაცის” გამოჩენა წლების შემდეგ, საკუთარი შვილის ქორწილში – ვინ არის კახა თარგამაძის მოდელი მეუღლე და რა არის ცნობილი ექსმინისტრის “საიდუმლო ოჯახზე”

შა­ბათს, ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და, ყუ­რა­დღე­ბა არა­ერ­თმა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­მა მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნეს ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­ი­წყო და ექს-მი­ნის­ტრის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ჩე­ნით დას­რულ­და.

სა­ზე­ი­მო დღე ბა­თუ­მის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წყო, სა­დაც ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ტა­ძარ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­ი­პყრო.

ქორ­წილ­მა ორი გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა: პა­ტარ­ძა­ლი – სა­ლო­მე თარ­გა­მა­ძე, შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა თარ­გა­მა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, ხოლო სიძე – გიგა პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მენ ედ­ნარ პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლის ვაჟი.

  • ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე­ო­ბა და ჯვრის­წე­რა

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დე­ტა­ლი სი­ძის მეჯ­ვა­რე გახ­და. გიგა პა­პუ­ნა­იშ­ვი­ლის გვერ­დით, სა­პა­ტიო მეჯ­ვა­რის ამ­პლუ­ა­ში, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი – ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი იდგა, რო­მე­ლიც სი­ძის ახლო მე­გო­ბა­რია.

ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნია, რომ­ლის­თვი­საც ტა­ძა­რი თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, თბი­ლი­სი­დან ჩა­სულ­მა დე­კა­ნოზ­მა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ აღას­რუ­ლა. პა­ტარ­ძალს თეთ­რი, ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო კაბა ემო­სა.

  • პა­ტარ­ძლის დედა, სა­მო­დე­ლო სფე­რო და ელი­ტუ­რი სტუმ­რე­ბი

სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბას არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნო იყო ქარ­თუ­ლი სა­მო­დე­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სიმ­რავ­ლე. ეს შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა, პა­ტარ­ძლის დედა, თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე, თა­ვის დრო­ზე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იგი ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი­სა და ირი­ნა ონაშ­ვი­ლის თა­ო­ბის მო­დე­ლია და იმ წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბა­სა თუ მო­დის კვი­რე­ულ­ზე.

ცენ­ტრში თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე წლე­ბია მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მას ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან და მე­გობ­რებ­თან კავ­ში­რი არ გა­უ­წყვე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ ქორ­წილს მისი თა­ო­ბის თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის ირი­ნა ონაშ­ვი­ლი და ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, პა­ტარ­ძლის დე­დამ, შვი­ლის მსგავ­სად, სა­ქორ­წი­ნო დღე­სას­წა­ულ­ზე იმი­ჯი შე­იც­ვა­ლა და ორი კაბა მო­ირ­გო.

თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე შვი­ლის ქორ­წილ­ში
  • კახა თარ­გა­მა­ძის გა­მო­ჩე­ნა და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო კახა თარ­გა­მა­ძის გა­მო­ჩე­ნამ. 70 წლის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც მე­დი­ას­თან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა, ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დით იმ­ყო­ფე­ბო­და და იგი სა­კურ­თხე­ველ­თან მი­ა­ცი­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­სა თუ ვი­დე­ო­კად­რებ­ში სტუმ­რე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფე­ბი თავს არი­დებ­დნენ ექს-მი­ნის­ტრის ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბას, თუმ­ცა იგი მა­ინც მოხ­ვდა რამ­დე­ნი­მე კადრში.

კახა თარ­გა­მა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს 1995-2001 წლებ­ში, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იკა­ვებ­და. იმ წლებ­ში იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მელ­საც “რკი­ნის კა­ცის” სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა ხში­რად ხვდე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კი­სა და სკან­და­ლე­ბის ცენ­ტრში. იგი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2001 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-ში პო­ლი­ცი­ის შეს­ვლის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­წო­ლის შე­დე­გად გა­დად­გა.

თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, 2005 წელს, თარ­გა­მა­ძემ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვა. 2014 წელს მან მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო.

  • იმ პე­რი­ოდ­ში “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში თარ­გა­მა­ძე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ქარ­თველ კაცს რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არ მის­ცემს, ამა­ზე დიდი სი­სუ­ლე­ლე რა უნდა ჩა­ი­დი­ნოს პრე­ზი­დენ­ტმა?.. იმი­ტომ მი­თხრა უარი, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” გავ­ლე­ნის ქვეშ არის.”

კი­თხვა­ზე, გეგ­მავ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მან გან­მარ­ტა, რომ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლას არ აპი­რებ­და:

“რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ… გა­და­სა­რე­ვად ვგრძნობ იქ თავს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იმი­ტომ კი არ მი­თხო­ვია, რომ იქ ვერ ვცხოვ­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას, არც მი­ფიქ­რია ამ თე­მა­ზე… რუ­სე­თის პას­პორ­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას არა­ვინ მიკ­რძა­ლავს, ორ წე­ლი­წად­ში 18-ჯერ ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია.”

კახა თარ­გა­მა­ძის ცოლ-შვი­ლი
  • გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მი­ნის­ტრის პოსტზე ყოფ­ნი­სას კახა თარ­გა­მა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მკაც­რად და­ფა­რუ­ლი გახ­ლდათ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ა­შიც არა­ფე­რი და­წე­რი­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და იგი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, “რკი­ნის კაც­მა” თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ მშვი­დი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ცო­ლად შე­ირ­თო მას­ზე ბევ­რად უმ­ცრო­სი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი, თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძე. წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი – სა­ლო­მე შე­ე­ძი­ნა. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლე­ბი მე­დი­ის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი რჩე­ბა.

ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რო­გორც მას­შტა­ბუ­რო­ბი­თა და ცნო­ბი­ლი სტუმ­რე­ბით, ისე ექს-მი­ნის­ტრი­სა და მისი ოჯა­ხის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ჩე­ნით მოხ­ვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში